დედაქალაქთან ძალიან ახლოს, შევქმენით დახვეწილი სივრცე დამღლელი ყოველდღიურობისგან გასაქცევად. შთამბეჭდავი ხედებით გარშემორტყმული „ამბასადორი კაჭრეთი“ თბილისიდან 40 წუთის სავალზე მდებარეობს და 182 კლასიკური სტილის ნომერს აერთიანებს.
ამჯერად „ამბასადორი კაჭრეთი“ დასვენების ახალ განზომილებას - „ვილა ამბასადორს“ გთავაზობთ. 45 ექსკლუზიური ვილა და 50 ჰექტარი გამწვანებული ტერიტორია სასტუმრო კომპლექსი „ამბასადორი კაჭრეთის“ განუყოფელი ნაწილია.
„ამბასადორი კაჭრეთი“ გაძლევთ შესაძლებლობას გახდეთ საკუთარი ვილის მფლობელი და ისარგებლოთ სასტუმროს ყველა უპირატესობით.
„ვილა ამბასადორის“ კონცეფცია ელეგანტური არქიტექტურისა და თანამედროვე ინტერიერის შერწყმას გულისხმობს. ერთი და ორსართულიანი ექსკლუზიური დიზაინის ვილები ფართის მიხედვით განსხვავდება. ვილები ბარდება დასრულებული რემონტით, სადაც დაგხვდებათ სამზარეულოს ავეჯი, გაზის ზედაპირითა და გამწოვით.
უნიკალურ ლანდშაფტში ჩაფლული ვილები ყველაზე მომგებიანი შესაძლებლობაა ინვესტიციისათვის. კომპლექსი თანაბარი წარმატებით იზიდავს ადგილობრივ და უცხოელ დამსვენებლებს, გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი კი, სტაბილურად მაღალია.
მეტი კომფორტისათვის, ვილის გაქირავებაზე ზრუნვა შეგიძლიათ „ამბასადორი კაჭრეთის“ მენეჯმენტს მიანდოთ.
„ვილა ამბასადორის“ პროექტი 2020 წლის დეკემბერში სრულდება.
ვილა ამბასადორი მუკუზანის, რქაწითელის და საფერავის უბნებისგან შედგება. არჩევანი ერთ და ორსართულიან ვილებს შორის შეგიძლიათ გააკეთოთ, ვილების საერთო ფართი 141 მ2-დან 300 მ2-მდე მერყეობს.
ამბასადორის ვილები ბარდება დასრულებული რემონტით, გათბობის და კონდიცირების სრული სისტემით, სამზარეულოს ავეჯით, ჩაშენებული გაზქურით, გამწოვით და სრულად მოწყობილი აბაზანით.
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12