კომპლექსი თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სარეკრეაციო ტერიტორიით, დიდი გამწვანებული ეზოთი, სასეირნო თუ მოსასვენებელი ადგილებით, ბავშვთა გასართობი და სპორტული მოედნებით თუ სხვა ნაწილებით, იქნება თქვენი საშუალება, თქვენსავე საცხოვრებელ სივრცეში დაისვენოთ დატვირთული დღის ბოლოს, ან სულაც პირიქით - აქტიურად გაატაროთ დასვენების დღე. პარკი, რომელიც ფაქტობრივად თქვენი ეზოა, ცხოვრებისა და დასვენებისთვის იდეალური გარემოს შექმნის გარდა, მეზობლების მეგობრებად გადაქცევაშიც დაგეხმარებათ.
„პარკ ჰოუმ საბურთალო“ ჰარმონიულად ერწყმის ქალაქის ინფრასტრუქტურულ და არქიტექტურულ გარემოს. კომპლექსში, რომელიც ქალაქის ცენტრალურ უბანში, მეტრო „დელისის“ მიმდებარედ, ვაშა-ფშაველას გამზირის სიახლოვეს აშენდება, ორი სხვადასხვა - გაზაფხულისა და მამია გურიელის ქუჩით მოახერხებთ მისვლას. ძირითად სატრანსპორტო მაგისტრალთან, სავაჭრო ცენტრთან თუ სხვა მნიშვნელოვან ობიექტებთან სიახლოვის მიუხედავად, ნუცუბიძის ქუჩიდან 90 მეტრით მოშორება „პარკ ჰოუმ საბურთალოს“ მშვიდ, მყუდრო და უხმაურო საცხოვრებელ სივრცედ აქცევს.
27-სართულიან კომპლექსში 40-დან 120 კვადრატულ მეტრამდე ფართობის 210 საცხოვრებელი ბინაა და, მოსახერხებელი დაგეგმარების გამო, მათი გაერთიანებაც შესაძლებელია. კომპლექსს აქვს მიწისზედა და მიწისქვეშა ავტოსადგომები თქვენი ავტომანქანებისთვის. მთელი კომპლექსი აღჭურვილია ბელგიური და გერმანული წარმოების ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით და დაცულია უსაფრთხოების ყველა ნორმა.
„პარკ ჰოუმ საბურთალო“ არის შესაძლებლობა, იცხოვროთ ქალაქის ცენტრში, ფეხი აუწყოთ მის რიტმს და, ამავდროულად, მშვიდმა და დასვენებაზე ორიენტირებულმა გარემომ თავი ქალაქისგან მოშორებით, სპეციალურად თქვენთვის შექმნილ ადგილას გაგრძნობინოთ. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ იცხოვროთ კომფორტულად, მშვიდად და დატკბეთ ყოველი დღით.
კომპლექსის მშენებლობა 2023 წლის ბოლოს დასრულდება.
● ფიტნეს დარბაზი;
● კომერციული და საოფისე ფართები;
● ლობი კონსიერჟის მომსახურებით;
● ღია და დახურული ავტოსადგომი.
კომპლექსში თქვენი იდილიური ცხოვრების დაწყება მშენებლობის დასრულებისთანავეა შესაძლებელი. თქვენ არ მოგიწევთ სამშენებლო მასალების ძებნა, მათი ხარისხისა და ფასების ერთმანეთთან შედარება, ხელოსნებთან ურთიერთობის ენის სწავლა, ნახაზების გაშინაარსება და მათი წარმოდგენა, თუ რემონტთან დაკავშირებული სხვა დავიდარაბა. ამ ყველაფერზე ჩვენ ვიზრუნებთ და გადმოგცემთ დასრულებული რემონტის მქონე სახლის გასაღებს, რაც კონდიცირებისა და გათბობის სრული სისტემის გარდა, სამზარეულოს ავეჯსა და ჩაშენებულ ტექნიკასაც გულისხმობს.
ჭერი
კედლები
ვიტრაჟები და კარი
ფასადი
ბინის შესასვლელი კარი
გათბობის სისტემა
სანტექნიკა
იატაკი
აივანი
ელექტრო წერტილები
სამზარეულო და ტექნიკა
დომოფონი
ლიფტი
მრიცხველი
ჭერი
კედლები
ვიტრაჟები და კარი
ფასადი
ბინის შესასვლელი კარი
გათბობის სისტემა
სანტექნიკა
იატაკი
აივანი
ელექტრო წერტილები
სამზარეულო და ტექნიკა
დომოფონი
ლიფტი
მრიცხველი