
სამშენებლო სექტორში 31-წლიანი წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ გადავწყვიტეთ ახალი მიმართულებით დაგვეწყო განვითარება. „ანაგი დეველოპმენტის“ სახელით განსხვავებული კონცეფციით ვიწყებთ მუშაობას დეველოპმენტის სფეროში - გვაქვს ამბიცია, შევცვალოთ ადამიანების წარმოდგენა სახლზე.
„ანაგის“ მიერ აშენებულ პროექტებს თბილისის თითქმის ყველა უბანში შეხვდებით, ათწლეულების გამოცდილება გვაძლევს გამბედაობას გითხრათ: ჩვენ ვიცით, როგორი უნდა იყოს იდეალური სახლი.
ჩვენი მისიაა, შევცვალოთ ადამიანების წარმოდგენა სახლზე. ჩვენ ვქმნით ახალ გამოცდილებას - საცხოვრებელ გარემოს, რომელიც აერთიანებს სარეკრეაციო სივრცეს, ჯანსაღი ცხოვრებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას და უსაფთხოების უმაღლეს სტანდარტებს.