ექსკლუზიური შეთავაზება ანაგი დეველოპმენტისგან! შეიძინეთ ბინა Park Home საბურთალოზე ან Park Home ვაკეში და ისარგებლეთ ექსკლუზიური პირობებით!
Park Home საბურთალო
თუ ხართ სოლო ან თიბისი კონცეპტ მომხმარებელი, გთავაზობთ განსაკუთრებულ საგაზაფხულო შეთავაზებას. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ბინა Park Home საბურთალოზე 42 კვ.მ.-დან და ერთიანი გადახდისას ისარგებლეთ 12%-იანი ფასდაკლებით ან გადახდის ყველაზე მოქნილი გრაფიკით: გადაიხადეთ 20% დღეს, დარჩენილი 80% კი ბინაში გადასვლისას და მიიღეთ 5%-იანი ფასდაკლება; ჩვენ ასევე გთავაზობთ 50-50% გადახდის გრაფიკს, რა დროსაც შეძლებთ 10%-იანი ფასდაკლებით სარგებლობას.
Park Home საბურთალოზე პრემიუმ კლასის ახალი საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც გაზაფხულის ქუჩაზე, მეტრო დელისიდან მხოლოდ 300 მეტრის დაშორებით მდებარეობს. კომპლექსი აერთიანებს 2 აუზს, ფიტნეს ცენტრს, სპორტულ და საბავშვო მოედნებს, კომერციულ, გასართობ ობიექტებს და სხვ. ბინების მინიმალური ფართი იწყება 42 კვ.მ-დან და ბარდება სრულად გარემონტებული სამზარეულოს ავეჯით, ჩაშენებული ღუმელით, გამწოვითა და გაზის ზედაპირით. პროექტის დასრულების ვადად განსაზღვრულია 2023 წლის სექტემბერი.
Park Home ვაკე
შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ბინა Park Home ვაკეში 44 კვ.მ.-დან და ერთიანი გადახდისას შერჩეულ ბინებზე ისარგებლეთ 11%-იანი ფასდაკლებით ან მოქნილი გადახდის გრაფიკით: 20%-ს იხდით პირველადი შენატანის სახით, დარჩენილ 80%-ს კი ბინაში გადასვლისას.
პროექტი ჭავჭავაძის გამზირიდან 200 მეტრითაა დაშორებული, აერთიანებს 3 დამოუკიდებელ შენობას, საბავშვო, სპორტულ მოედნებს, 25 მეტრიან აუზს, ფიტნეს დარბაზს, პარკინგის, ლობებს კონსიერჟის მომსახურებით და 2 ჰა ფართობის პარკს. ბინების მინიმალური ფართი იწყება 44 კვ.მ-დან და ბარდება „კომფორტ სტანდარტ +“ კონდიციით რაც გულისხმობს ბინის კოსმეტიკურ რემონტამდე მიყვანილ მდგომარეობას გათბობის, კონდიცირების სრული სისტემითა და ჭკვიანი სახლის ელემენტებით. პროექტის დასრულების ვადად განსაზღვრულია 2022 წლის სექტემბეტი.
შეთავაზება ძალაშია 2022 წლის 5 მაისამდე