ge / en / ru /
ge / en / ru /
ge / en / ru /

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა

საახალწლო საჩუქარი „ვილა ამბასადორისგან“

უკან
საახალწლო საჩუქარი „ვილა ამბასადორისგან“

“ანაგი დეველოპმენტი” განაგრძობს თავის მომხმარებლის განებივრებას და კიდევ უფრო მეტ საჩუქრებს უმზადებს საახალწლოდ. ყველა მომხმარებელს, ვინც შეიძენს გარემონტებულ ვილას 31 იანვრამდე, კომპანია “ანაგი დეველოპმენტი” გადასცემს 50 000 ლარიან ვაუჩერს ავეჯის შესაძენად. გარდა ამისა, ყველა მყიდველი ავტომატურად ხდება “ანაგი დეველოპმენტის” ფასდაკლების ბარათის AD CLUB CARD-ის მფლობელი, რომლის მეშვეობით მომავალ მობინადრეებს ეძლევათ საშუალება ისარგებლონ ფასდაკლებით პარტნიორ მაღაზიებში ავეჯის, ტექნიკის, განათების, სახლის აქსესუარებისა და ტექსტილის შეძენისას.

„ვილა ამბსადორი“ სასტუმრო კომპლექსი „ამბასადორი კაჭრეთის“ განუყოფელი ნაწილია და აერთიანებს 45 ექსკლუზიური დიზაინის ვილას. თბილისთან ყველაზე ახლოს მდებარე კომპლექსი წელიწადის ოთხივე დროს ემსახურება დამსვენებლებს და ოთხივე სეზონზე გამოირჩევა განსაკუთრებული სილამაზით. ინვესტირებისას „ვილა ამბასადორში“ თქვენ არა მხოლოდ ხდებით ულამაზესი ვილის მესაკუთრე, არამედ გეძლევათ შესაძლებლობა მიიღოთ დამატებითი ყოველწლიური შემოსავალი. ვილის გაქირავება შეგიძლიათ მიანდოთ სასტუმროს მენეჯმენტს.

„ანაგი დეველოპმენტის“ მომხმარებელმა უკვე იცის თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს კომპანია სარეკრეაციო სივრცეს, ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელ ინფრასტრუქტურას და უსაფრთხოების სტანდარტებს. გოლფის მოედნებთან ერთად, სასტუმროს ტერიტორიაზე ცხოვრების თანამედროვე სტილისთვის აუცილებელი ყველა ტიპის ევროსტანდარტების ინფრასტრუქტურაა გათვალისწინებული: შიდა და გარე აუზები, სპა ცენტრი, ფიტნეს დარბაზი, რესტორნები, მარანი, საკონფერენეციო დარბაზები, ტენისის კორტები, სპორტული მოედნები, სასროლეთი, საჯინიბო და საბავშვო მოედნები. ზემოაღნიშნული ინფრასტრუქტურა გათვალისწინებულია ყველანაირი ტიპის მოთხოვნებზე, იქნება ეს აქტიური დასვენება, საქმიანი ვიზიტი თუ ნებისმიერი ტიპის ღონისძიება.

 

გოლფის მოედნის გასწვრივ განლაგებული ვილები დაყოფილია მუკუზანის, რქაწითელის და საფერავის უბნებად. ვილა ამბასადორი აერთიანებს 5 ტიპის 2, 3 და 4 საძინებლიან ვილებს, რომელთა საერთო ფართი 141.99 მ2-დან 300 მ2-მდეა.

გარდა საერთო სარეკრეაციო სივრცისა, დამატებით ყველა ვილას საჩუქრად მოჰყვება 1300 – 2000 მ2-მდე მიწა.

მყიდველისთვის დამატებითი კომფორტის შესაქმნელად, ვილები ბარდება სრული რემონტით, რომელიც მოიცავს გათბობის და კონდიცირების სრულ სისტემას, სამზარეულოს ავეჯს, ჩაშენებულს გაზქურას და გამწოვს. „ვილა ამბასადორში“ ძირითადი სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია, მიმდინარეობს ვილების წინ არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობა. ყველა ვილა ამ ეტაპზე უკვე თეთრი კარკასის კონდიციაშია და მათი 20% უკვე გაყიდულია.

“ვილა ამბასადორი” დეველოპერული კომპანია “ანაგი დეველოპმენტის“ პროექტია, რომლის უკან დგას 31 წლიანი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანია „ანაგი“.

ონლაინ ჩატი
ცხელი ხაზი