ge / en / ru /
ge / en / ru /
ge / en / ru /

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ვილა ამბასადორის საახალწლო შეთავაზება

უკან
ვილა ამბასადორის საახალწლო შეთავაზება

ანაგი დეველოპმენტის საახალწლო შეთავაზების ფარგლებში სოლო, სტატუს და ვითიბი ბანკის პრემიუმ და ვიპ მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ 31 იანვარამდე ვილა ამბასადორის კომპლექსში შეიძინონ ვილა 7%-იანი ფასდაკლებით. 200 კვ.მ-ზე მეტი ფართის შეძენის შემთხვევაში კი დამატებით გოლფ კარტით დასაჩუქრდნენ.

„ვილა ამბასადორი“ სასტუმრო კომპლექსი „ამბასადორი კაჭრეთის“ ტერიტორიაზე განთავსდება და სასტუმროს განუყოფელი ნაწილი იქნება. „ამბასადორი კაჭრეთი“ კახეთში, თბილისიდან 40 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს. სასტუმროს ინფრასტრუქტურა მოიცავს: გოლფის მოედნებს, შიდა და გარე აუზებს, სპა ცენტრს, ფიტნეს დარბაზს, რესტორნებს, მარანს, საკონფერენეციო დარბაზებს, ტენისის კორტებს, სპორტულ მოედნებს, სასროლეთს, საჯინიბოს და საბავშვო მოედანს.

„ვილა ამბასადორი“ მუკუზანის, რქაწითელის და საფერავის უბნებისგან შედგება. კომპლექსი 141.99 კვ.მ-დან 300 კვ.მ-მდე ფართის 45 ექსკლუზიური დიზაინის ვილას აერთიანებს. ვილები ბარდება დასრულებული რემონტით, სამზარეულოს ჩაშენებული ავეჯით, გაზქურით და გამწოვით. კომპლექსი სრულდება 2020 წლის დეკემბერში. 

„ამბასადორი კაჭრეთი“ ყველა მსურველს აძლევს შესაძლებლობას გახდეს საკუთარი ვილის მფლობელი, ისარგებლოს სასტუმროს ყველა სერვისით, ხოლო სურვილის შემთხვევაში მიიღოს შემოსავალი გაქირავებიდან და დაიბრუნოს ჩადებული ინვესტიცია მაღალი უკუგებით. 

ონლაინ ჩატი
ცხელი ხაზი