ანაგი დეველოპმენტის საახალწლო შეთავაზების ფარგლებში სოლო, სტატუს და ვითიბი ბანკის პრემიუმ და ვიპ მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ 31 იანვრამდე Park Home-ში ბინა 15%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ.
ანაგი დეველოპმენტი 30 წლიანი ისტორიის მქონე უმსხვილესი სამშენებლო კომპანია ანაგის ახალი მიმართულებაა. Park Home ანაგი დეველოპმენტის პირველი, პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც ვაკეში, ი.ჭავჭავაძის გამზირიდან 200 მეტრის დაშორებით, ახალ გზაზე, ვაკის პოლიციის და კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. Park Home-ს ვაკის ტერიტორიისთვის უპრეცენდენტოდ დიდი, საკუთარი - 8000 კვ.მ სარეკრეაციო სივრცე აქვს, რომელიც დაცულ შიდა ეზოს, გამწვანებულ ტერასებს, საბავშვო და სპორტულ მოედნებს მოიცავს. დამატებით Park Home-ის მიმდებარედ მოეწყობა 2 ჰა ფართის პარკი, რომლის განაშენიანებაში ანაგი დეველოპმენტიც მიიღებს მონაწილეობას.
Park Home-ში ბინები ბარდება კომფორტ სტანდარტ + კონდიციით. ეს არის ბინის ჩაბარების სრულიად ახალი სტანდარტი ანაგი დეველოპმენტისგან. კომფორტ სტანდარტ + გულისხმობს კოსმეტიკურ რემონტამდე მიყვანილ მდგომარეობას გათბობის და კონდიცირების სრული სისტემით და ჭკვიანი სახლის ელემენტებით. Park Home-ში ბინების ფართი 49 კვ.მ-დან იწყება.
ანაგი დეველოპმენტის მიზანია დეველოპმენტში ახალი სიტყვა თქვას პროექტების ხარისხით და გამორჩეული კონცეფციით, რაც გულისხმობს საკუთარ სარეკრაციო სივრცეს, ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელ ინფრასტრუქტურას და უსაფრთხოების უმაღლესი სტადარტით აღჭურვილ საცხოვრებელ გარემოს.
კომპლექსის ინფრასტრუქტურა სარეკრეაციო სივრცის გარდა, მოიცავს 25 მეტრიან აუზს, ფიტნეს დარბაზს, 3 დამოუკიდებელ ლობის კონსიერჟის მომსახურებით და პარკინგს.
პროექტის კონცეფცია ტრადიციული და თანამედროვე არქიტექტურის გათვალისწინებით შეიქმნა, რომელიც ქალაქის ცენტრში მშვიდი და ამავდროულად აქტიური ცხოვრებისთვის ყველა პირობას ქმნის.