არსებობს მოსაზრება თითქოს ზამთარში არავინ არ ფიქრობს ბინების ყიდვა-გაყიდვაზე.
თუ ფაქტებს დავაკვირდებით და ციფრებს შევისწავლით ვნახავთ, რომ ბინების დიდი ნაწილის რეალიზაცია სწორად წელიწადის ყველაზე ცივ თვეებზე მოდის. სფეროს ექსპერტები ამტკიცებენ რომ უძრავ ქონებაში ინვესტირებისთვის ყველაზე კარგი პერიოდი ზამთარია. ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს, პირველ რიგში კი - ბაზარზე არსებული შეთავაზებების მრავალფეროვნებაა.
არაფერია იმაზე კარგი, როცა ახალ წელს ახალი შენაძენით ხვდები და ეს შენაძენი სახლია. ყველაფერი კიდევ უფრო მარტივდება როცა საბანკო და უძრავი ქონების სფეროს მოწინავე კომპანიები ერთიანდებიან მომხმარებლისთვის განსაკუთრებული შეთავაზების შემუშავების მიზნით. ასეთ შემთვევაში ახალი წლის ახალ სახლში შეხვედრის პესპექტივა უფრო ხელმისაწვდომი და რეალური ხდება.
2020 წლის 31 იანვრამდე საქართველოს ბანკის მომხმარებლებს ეძლევათ საშუალება ანაგი დეველოპმენტის საცხოვრებელ კომპლექსში პარკ ჰოუმში შეიძინონ ბინები ექსკლუზიური პირობებით, კერძოდ კი ისარგებლონ 15%-იანი ფასდაკლებით ერთიანი გადახდის ან იპოთეკური სესხით სარგებლობის შემთხვევაში.
პარკ ჰოუმ ვაკე, ანაგი დეველოპმენტის პირველი საცხოვრებელი პროექტია, რომელიც ჭავჭავაძის გამზირიდან 200 მეტრის დაშორებით მდებარეობს და ვაკის ტერიტორიისთვის უპრეცედენტოდ დიდი 8 000 კვ.მ სარეკრეაციო სივრცე გააჩნია. პარკ ჰოუმი აერთიანებს იმ მახასიათებლებს რაც სხვადასხვა პროექტებში არაერთხელ გვინახავს, მაგრამ ერთად კი - ძალიან იშვიათად მოუყრია თავი. საუბარია ინფრასტრუქტურაზე რომელშიც შედის გამწვანებული ტერასები, საბავშვო სივრცეები, გასართობი და სპორტული მოედნები, 25 მეტრიანი აუზი, ფიტნესს დარბაზი, პარკინგი და ლობი კონსიერჟის სერვისით.
პარკ ჰოუმში ბინების ფართი 49 კვ.მ-დან იწყება და ბარდება „კომფორტ სტანდარტ +“ კონდიციით. ეს არის სახლის ჩაბარების აბსოლუტურად ახალი სტანდარტი ანაგი დეველოპმენტისგან. „კომფორტ სტანდარტ +“ გულისხმობს კოსმეტიკურ რემონტამდე მიყვანილ კონდიციას, გათბობის და კონდენცირების სრულ სისტემას ჭკვიანი სახლის ელემენტებით.
ქვემოთ მოცემულია საქართველოს ბანკის იპოთეკური სესხის სპეციალური პირობები, რომელიც შემუშავებულია ექსკლუზიურად პარკ ჰოუმ ვაკის ბინებით დაინტერესებული მომხმარებლებისთვის:
იპოთეკური სესხი ევროში:
იპოთეკური სესხი აშშ დოლარში:
მოკლედ ანაგი დეველოპმენტის შესახებ:
ანაგი დეველოპმენტი 30 წლიანი ისტორიის მქონე უმსხვილესი სამშენებლო კომპანია ანაგის ახალი მიმართულებაა. 30 წლიანი გამოცდილება მშენებლობაში გვაძლევს უფლებას თამამად განვაცხადოთ, რომ ვიცით როგორი უნდა იყოს იდეალური სახლი, რომელიც ჯერ არ აშენებულა. ჩვენი მიზანია შევქმნათ საუკეთესო გარემო, სადაც ყველა პირობაა შექმნილი მშვიდი და კომფორტული ცხოვრებისთვის.