ge / en / ru /
ge / en / ru /
ge / en / ru /

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა

Park Home - ახალი შეთავაზება

უკან
Park Home - ახალი შეთავაზება
ახალი შეთავაზება ანაგი დეველოპმენტისგან. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ბინა Park Home-ში 44 კვ.მ-დან და ისარგებლეთ გადახდის ყველაზე მოქნილი პირობით:

გადაიხადეთ ღირებულების 20% დღეს;
დარჩენილი 80% კი ბინაში გადასვლისას;
დამატებით მიიღეთ 10%-იანი ფასდაკლება.

Park Home-ში ბინის შეძენა შესაძლებელია ასევე სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამით. სოლოს და თიბისი სტატუსის მომხმარებლებისთვის იპოთეკური სესხით ბინის შეძენის შემთხვევაში მოქმედებს განსაკუთრებული პირობები:

15% ფასდაკლება;
20 წლიანი იპოთეკური სესხი;
10% პირველადი შენატანი;
4% შეღავათი იპოთეკურ სესხზე.

Park Home ანაგი დეველოპმენტის პირველი პროექტია და ის კომპანიის სავიზიტო ბარათი უნდა გახდეს. პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი ვაკეში, ი.ჭავჭავაძის გამზირიდან 200 მეტრის დაშორებით, ახალ გზაზე, ვაკის პოლიციის და კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.

Park Home-ს ვაკის ტერიტორიისთვის უპრეცენდენტოდ დიდი, საკუთარი - 8000 კვ.მ სარეკრეაციო სივრცე აქვს, რომელიც დაცულ შიდა ეზოს, გამწვანებულ ტერასებს, საბავშვო და სპორტულ მოედნებს მოიცავს. დამატებით Park Home-ის მიმდებარედ მოეწყობა 2 ჰა ფართის პარკი, რომლის განაშენიანებაში ანაგი დეველოპმენტიც მიიღებს მონაწილეობას.


Park Home-ში ბინები ბარდება კომფორტ სტანდარტ + კონდიციით. ეს არის ბინის ჩაბარების სრულიად ახალი სტანდარტი ანაგი დეველოპმენტისგან. კომფორტ სტანდარტ + გულისხმობს კოსმეტიკურ რემონტამდე მიყვანილ მდგომარეობას გათბობის და კონდიცირების სრული სისტემით და ჭკვიანი სახლის ელემენტებით.


კომპლექსის ინფრასტრუქტურა სარეკრეაციო სივრცის გარდა, მოიცავს 25 მეტრიან აუზს, ფიტნეს დარბაზს, 3 დამოუკიდებელ ლობის კონსიერჟის მომსახურებით, ბიზნესცენტრს, საერთო სამუშაო სივრცეს, საკონფერენციო დარბაზს, გალერეას, ლიტერატურულ კაფეს და პარკინგს. აქ ყველა პირობა იქნება შექმნილი იმისთვის, რომ მაცხოვრებლებმა შეძლონ იცხოვრონ, იმუშავონ, გაერთონ და განიტვირთონ კომპლექსის ტერიტორიიდან გაუსვლელად.
ონლაინ ჩატი
ცხელი ხაზი