რატომ არის ბინა Park Home-ში საუკეთესო არჩევანი შენთვის და შენი ოჯახისთვის?
უკან
სახლი დღეს ყველაზე უსაფრთხო ქონებად და ინვესტიციად მიიჩნევა. ბინის შერჩევისას მნიშვნელოვანია თანამედროვე ევროპულ სტანდარტებთან, ეკომეგობრულ კონცეფციასთან ერთად, გავითვალისწინოთ ახალი რეალობით უკვე დამკვიდრებული მოთხოვნა იზოლირებულ სივრცეებზე. სწორედ ასეთია Park Home-ი, პრემიუმ კლასის ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი ვაკეში. კომპლექსს ვაკის ტერიტორიისთვის უპრეცენდენტოდ დიდი, საკუთარი - 8000 კვ. მ სარეკრეაციო სივრცე აქვს, რომელიც მოიცავს დაცულ შიდა ეზოს, გამწვანებულ ტერასებს, საბავშვო და სპორტულ მოედნებს. Park Home-ი ი. ჭავჭავაძის გამზირიდან 200 მეტრში, ახალ გზაზე ვაკის პოლიციის და კორტების მიმდებარედ შენდება.
ბინის შეძენის დროს, ერთ-ერთი პირველი, რასაც ვკითხულობთ, არის, თუ ვინ აშენებს, ვინ არის დეველოპერი? Park Home-ის შემთხვევაში ეს 30-წლიანი გამოცდილების უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა საქართველოში "ანაგი", რომლის ახალი მიმართულებაა "ანაგი დეველოპმენტი".
აღსანიშნავია, რომ დამატებით, Park Home-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2 ჰექტარზე პარკი ეწყობა, რომლის განაშენიანებაში "ანაგი დეველოპმენტიც" იღებს მონაწილეობას.
კომპლექსის ინფრასტრუქტურა სარეკრეაციო სივრცის გარდა, მოიცავს 25 მეტრიან აუზს, ფიტნეს დარბაზს, 3 დამოუკიდებელ ლობის კონსიერჟის მომსახურებით, ბიზნესცენტრს, საერთო სამუშაო სივრცეს, საკონფერენციო დარბაზს, გალერეას, ლიტერატურულ კაფეს და პარკინგს. Park Home-ი ქმნის ყველა პირობას იმისთვის, რომ მაცხოვრებლებმა შეძლონ იცხოვრონ, იმუშაონ, გაერთონ და განიტვირთონ კომპლექსის ტერიტორიიდან გაუსვლელად. ბინა Park Home-ში თანამედრეოვე ოჯახური ცხოვრების სტილის საუკეთესო არჩევანია ქალაქის ცენტრში, პრემიუმ კომპლექსში და ამავდროულად, მშვიდ და მწვანე გარემოში.
Park Home-ის კომპლექსი 3 საცხოვრებელი 10-სართულიანი ბლოკისგან შედგება. შენობებიდან იშლება ქალაქის პანორამული ხედები, შიდა ტერიტორიაზე კი გადაყურებთ გამწვანებულ ეზოს და პარკს. სასურველი ფართის შესაძენად აქ დიდი არჩევანია. მესამე, C ბლოკი გაყიდვაში ივნისში დაემატა, სადაც სასურველი ფართის შერჩევა უკვე 43 კვ. მ-დან არის შესაძლებელი. ბინის შესაძენად ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი გადახდის პირობებია. "ანაგი დეველოპმენტი" ამ მხრივაც მოქნილია შეთავაზებაში. კომპანიაში განსაკუთრებული პირობებია როგორც "სტატუს", ასევე "სოლო" მომხმარებლებისთვის. ერთიანი გადახდის შემთხვევაში, მიიღებთ 15%-იან ფასდაკლებას და ფასი 1 კვ. მ-ზე განისაზღვრება 1275$-დან, რაც პრემიუმ პროექტისთვის მიმზდიველი ფასია ვაკეში. მათ კი, ვინც ბინის შეძენას განვადებით ფიქრობს, "ანაგი დეველოპმენტი" სთავაზობს 24-თვიან შიდა უპროცენტო განვადებას. მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა მშენებლობის დასრულებამდე გადაიხადოს ბინის სრული ღირებულების მხოლოდ 30%, რომელიც მისივე სურვილის მიხედვით 23 თვეზე გადანაწილდება. დარჩენილი 70%-ის გადახდა კი მოხდება 24-ე თვეს, როდესაც კომპლექსის მშენებლობა დასრულდება. ბინის განვადების შეძენის შემთხვევაში 1 კვ. მ-ზე 10%-იანი ფასდაკლება მოქმდებს.