ვილები იზოლირებული სივრცეებით მაღალი დონის სასტუმრო კომპლექსში პირველი არჩევანია კომფორტული და უსაფრთხო დასვენებისთვის. ასეთ ქონებას თუ ეძებთ, თანაც თბილისთან ახლოს, “ვილა ამბასადორი” თქვენთვის საუკეთესო შეთავაზებაა. 45 ექსკლუზიური დიზაინის ვილა დედაქალაქიდან მხოლოდ 40 წუთის სავალზე “ამბასადორი კაჭრეთის” ტერიტორიაზე შენდება. ეს არის თბილისთან ყველაზე ახლოს მდებარე სასტუმრო კომპლექსი, რომელიც წელიწადის ოთხივე დროს ემსახურება დამსვენებლებს.
სასტუმროში თუ აქამდე დამსვენებელი ან სტუმარი იყავით, “ვილა ამბასადორში” თქვენ შეგიძლიათ ჩახვიდეთ როგორც მესაკუთრე და ისარგებლოთ სასტუმროს ყველა სერვისით. სურვილის შემთხვევაში, თქვენ, როგორც მესაკუთრეს, გაქვთ შესაძლებლობა გააქირავოთ თქვენი ვილა, მიიღოთ შემოსავალი გაქირავებიდან და დაიბრუნოთ ინვესტიცია მაღალი უკუგებით-13.5%. მაგალითისთვის, 2-საძინებლიანი, 141.99 კვ.მ ფართის ვილის შემთხვევაში, რომლის ფასიც $200 000-ია, აღნიშნული ქონების მფლობელის წლიური შემოსავალი გაქირავებიდან $27 000-ია. ვილის გაქირავება შეგიძლიათ სასტუმროს მენეჯმენტს მიანდოთ. 141.99 კვ.მ -ის ფართის ვილა 2 საძინებლით საუკეთესო გადაწყვეტილებაა თქვენთვის, ვინც ვილის შეძენას შემოსავლის მიღების მიზნით განიხილავთ. აღსანიშნავია, რომ “სოლო” და “სტატუს” მომხმარებლები ვილის შეძენისას 10% ფასდაკლებით სარგებლობენ.
“ვილა ამბასადორი” “ანაგი დეველოპემნტის” პროექტია. დეველოპერული კომპანიის უკან დგას 30-წლიანი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანია “ანაგი”. “ანაგი დეველოპმენტის” მიზანია ინოვაცია შემოიტანოს და დანერგოს ადგილობრივ ბაზარზე. კომპანიის განვითარების კონცეფციის განუყოფელი ნაწილია კერძო სარეკრეაციო სივრცეები, ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა დ აუსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით აჭღურვილი საცხოვრებელი გარემო.