ge / en / ru /
ge / en / ru /
ge / en / ru /

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წესები და პირობები

საახალწლო შეთავაზება Park Home-ისგან!

უკან
საახალწლო შეთავაზება Park Home-ისგან!
შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ბინა Park Home- ში 31 იანვრამდე და მიიღეთ ყველაზე მოქნილი გადახდის პირობები. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს როგორც ერთიანი გადახდის პირობას, ასევე 21 თვიან შიდა უპროცენტო განვადებას. პირველადი შენატანი შეადგენს მხოლოდ 20% ბინის ღირებულებიდან, 30% ნაწილდება 21 თვეზე, ხოლო დარჩენილი 50%-ის გადახდა მომხმარებლებს შეუძლიათ 21-ე თვეს, მშენებლობის დასრულების შემდეგ, რაც დამატებით გარანტიაა იმისა, რომ მშენებლობის პროცესი დასრულდება წინასწარ შეთანხმებულ ვადებში. გარდა ამისა, Park Home სთავაზობს მომხმარებელს დამატებით 5% ფასდაკლებას შიდა განვადებით შეძენის შემთხვევაში და 10% ფასდაკლებას ერთიანი გადახდის შემთხვევაში. 
Park Home-ში სამშენებლო პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს აწარმობს 31 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია „ანაგი“.

დღეისათვის ბინების 70% უკვე გაყიდულია, რაც ნიშნავს იმას, რომ დაინტერესებულ მომხმარებლებს სულ უფრო მცირე დრო რჩებათ სასურველი ბინის შესარჩევად და შესაძენად. მიმდინარე შეთავაზება ერთ-ერთი ყველაზე კარგი შანსია ოცნება აქციოთ რეალობად და ამავდროულად ისარგებლოთ პრივილეგირებული პირობებით.
ბინების ფართი იწყება 44 კვადრატული მეტრიდან და ბარდება კომფორტ სტანდარტ+ კონდიციით, რაც გულისხმობს კოსმეტიკურ რემონტამდე მიყვანილ მდგომარეობას, გათბობისა და კონდიცირების სრული სისტემით და რაც მთავარია ჭკვიანი სახლის ელემენტებით, რაც მომავალში დამატებით კომფორტს და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს მობინადრეებისათვის.
პროექტი გამოირჩევა არამხოლოდ უნიკალური ლოკაციით, არამედ სრულფასოვანი ინფრასტრუქტურით. Park Home-ს ვაკის ტერიტორიისთვის უპრეცენდენტოდ დიდი სარეკრეაციო სივრცე აქვს, რომელიც მოიცავს დაცულ შიდა ეზოს, გამწვანებულ ტერასებს, საბავშვო და სპორტულ მოედნებს. სარეკრეაციო სივრცის გარდა, კომპლექსის ინფრასტრუქტურაში შედის:
  • 25 მეტრიანი აუზი
  • ფიტნეს დარბაზი

  • 3 დამოუკიდებელი ლობი კონსიერჟის მომსახურებით

  • ბიზნესცენტრი

  • საერთო სამუშაო სივრცე

  • საკონფერენციო დარბაზი

  • გალერეა

  • ლიტერატურული კაფე

  • პარკინგი

Park Home-ის კომპლექსში უამრავი დეტალია გათვალისწინებული თანამედროვე ცხოვრების სტილისთვის და ამავე დროს ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მობინადრეებმა შეძლონ იცხოვრონ, იმუშაონ, გაერთონ და განიტვირთონ კომპლექსის ტერიტორიიდან გაუსვლელად.

ონლაინ ჩატი
ცხელი ხაზი