ge / en / ru /
ge / en / ru /
ge / en / ru /

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წესები და პირობები

რატომ არის “ვილა ამბასადორი” საუკეთესო ინვესტიცია?

უკან
რატომ არის “ვილა ამბასადორი” საუკეთესო ინვესტიცია?

ვილები იზოლირებული სივრცეებით მაღალი დონის სასტუმრო კომპლექსში პირველი არჩევანია კომფორტული და უსაფრთხო დასვენებისთვის. ასეთ ქონებას თუ ეძებთ, თანაც თბილისთან ახლოს, “ვილა ამბასადორი” თქვენთვის საუკეთესო შეთავაზებაა.  45 ექსკლუზიური დიზაინის ვილა დედაქალაქიდან მხოლოდ 40 წუთის სავალზე “ამბასადორი კაჭრეთის” ტერიტორიაზე შენდება. ეს არის თბილისთან ყველაზე ახლოს მდებარე სასტუმრო კომპლექსი, რომელიც წელიწადის ოთხივე დროს ემსახურება დამსვენებლებს.

სასტუმროში თუ აქამდე დამსვენებელი ან სტუმარი იყავით, “ვილა ამბასადორში” თქვენ შეგიძლიათ ჩახვიდეთ როგორც მესაკუთრე და ისარგებლოთ სასტუმროს ყველა სერვისით. სურვილის შემთხვევაში, თქვენ, როგორც მესაკუთრეს, გაქვთ შესაძლებლობა გააქირავოთ თქვენი ვილა, მიიღოთ შემოსავალი გაქირავებიდან და დაიბრუნოთ ინვესტიცია მაღალი უკუგებით-13.5%. მაგალითისთვის, 2-საძინებლიანი, 141.99 კვ.მ ფართის ვილის შემთხვევაში, რომლის ფასიც $200 000-ია, აღნიშნული ქონების მფლობელის წლიური შემოსავალი გაქირავებიდან $27 000-ია.  ვილის გაქირავება შეგიძლიათ სასტუმროს მენეჯმენტს მიანდოთ. 141.99 კვ.მ -ის ფართის ვილა 2 საძინებლით საუკეთესო გადაწყვეტილებაა თქვენთვის, ვინც ვილის შეძენას შემოსავლის მიღების მიზნით განიხილავთ. აღსანიშნავია, რომ “სოლო” და “სტატუს” მომხმარებლები ვილის შეძენისას 10% ფასდაკლებით სარგებლობენ.

“ვილა ამბასადორი” “ანაგი დეველოპემნტის” პროექტია. დეველოპერული კომპანიის უკან დგას 30-წლიანი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანია “ანაგი”. “ანაგი დეველოპმენტის” მიზანია ინოვაცია შემოიტანოს და დანერგოს ადგილობრივ ბაზარზე. კომპანიის განვითარების კონცეფციის განუყოფელი ნაწილია კერძო სარეკრეაციო სივრცეები, ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა დ აუსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით აჭღურვილი საცხოვრებელი გარემო.

ვილებისაგან შემდგარი სასტუმრო კომპლექსი გამორჩეულია დახვეწილი დიზაინით და ცხოვრების ექსკლუზიური სტილით. ვილები გოლფის მოედნის გასწვრივ განლაგდება. აქ თქვენ შეგიძლიათ იცხოვროთ და დაისვენოთ მუკუზანის, რქაწითელის ან საფერავის უბანში. “ვილა ამბასადორი” 141.99 კვ.მ-დან 300 კვ.მ-მდე ფართის 2, 3 და 4 საძინებლიან ვილებს აერთიანებს. ვილები ბარდება დასრულებული რემონტით, სამზარეულოს ჩაშენებული ავეჯით, გაზქურით და გამწოვით.  მყიდველის სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია თეთრი კონდიციით ჩაბარებაც.

სასტუმროს ტერიტორიაზე ცხოვრების თანამედრო სტილისთვის აუცილებელი ყველა ტიპის ინფრასტრუქტურა მოეწყობა ევროსტანდარტების შესაბამისად: გოლფის მოედნები, შიდა და გარე აუზები, სპა ცენტრი, ფიტნეს დარბაზი, რესტორნები, მარანი, საკონფერენეციო დარბაზები, ტენისის კორტები, სპორტული მოედნები, სასროლეთი, საჯინიბო და საბავშვო მოედნები. ვილების მაცხოვრებლების და დამსვენებლებისთვის დამატებითი კომფორტის შესაქმნელად, “ვილა ამბასადორში” ასევე შენდება 25 ცხენზე გათვლილი თავლა, სადაც ცხენებს ზედამხედველობას პროფესიონალი ინსტრუქტორები გაუწევენ.

კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და სექტემბერში 45-ვე ვილა უკვე  თეთრი კარკასის კონდიიცით მზად იქნება.  კომპლექსი კი სრულად 6 თვეში, 2020 წლის დეკემბერში დასრულდება
ონლაინ ჩატი
ცხელი ხაზი