ge / en / ru /
ge / en / ru /
ge / en / ru /

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა

როგორია „ანაგი დეველოპმენტის“ ახალი, ამბიციური პროექტი

უკან
როგორია „ანაგი დეველოპმენტის“  ახალი, ამბიციური  პროექტი

Park Home „ანაგი დეველოპმენტის“ პირველი საცხოვრებელი კომპლექსია. როგორც კომპანიაში ამბობენ, ეს არის პროექტი, რომელიც ვაკეში 8000 კვადრატულ მეტრ საკუთარ სარეკრეაციო სივრცეს მოიცავს. დამატებით კომპლექსის წინ მოეწყობა 2 ჰექტარი ფართის პარკი, რომლის განაშენიანებაში „ანაგი დეველოპმენტიც“ მიიღებს მონაწილეობას. კომპლექსი მოიცავს შიდა ეზოს, გამწვანებულ ტერასებს, საბავშვო და სპორტულ მოედნებს, 25-მეტრიან აუზს, ფიტნეს დარბაზს, პარკინგსა და ლობის კონსიერჟის მომსახურებას.

კომპანია „ანაგი დეველოპმენტის“ ამბიციური პროექტი გათვლილია მომხარებლის მოთხოვნებზე და მათ სთავაზობს პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსს ქალაქის ცენტრალურ უბანში. Park Home იქნება 3 დამოუკიდებელი 10 სართულიანი საცხოვრებელი შენობისგან შემდგარი კომპლექსი, რომელსაც ექნება 3 დამოუკიდებელი ლობი. სწორედ ამ სამი საცხოვრებელი შენობის გარშემო გაერთიანდება საკრეკრეაციო, სპორტული და გამაჯანსაღებელი სივრცეები.

„ანაგი დეველოპმენტი“ 30 წლიანი ისტორიის მქონე უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა. Park Home კი ახალი მიმართულებაა. ჩვენთვის პრიორიტეტი არ არის რაოდენობა და მასშტაბი. კომპანიის მიზანია, თქვას ახალი სიტყვა დეველოპმენტში პროექტების ხარისხით და გამორჩეული კონცეფციით, რაც გულისხმობს საკუთარ სარეკრეაციო სივრცეს, ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელ ინფრასტრუქტურას და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტით აღჭურვილ საცხოვრებელ გარემოს“-ამბობენ კომპანიაში.



 

სამშენებლო კომპანია "ანაგი" 150-ზე მეტ ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორთან თანამშრომლობს და განხორციელებული აქვს 200 პროექტი. მის პარტნიორებს შორისაა ისეთი უმსხვილესი საფინანსო ორგანიზაცია, როგორიცაა საქართველოს ბანკი. „ანაგი დეველოპმენტის“ ახალ პროექტს ბანკი დადებითად აფასებს. ბანკში ამბობენ, რომ ისინი მუდმივად ცდილობენ, მხარი დაუჭირონ სამშენებლო სექტორს განვითარებას და ამით ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას. 

„მისასალმებელია, ასეთი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიის ახალი 
პროექტითა და ასეთი მასშტაბური სამომავლო გეგმით გამოჩენა. ნებისმიერ წამოწყება თუ პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს სამშენებლო სექტორის განვითარებას, ტურიზმის მიმართულებას, დასაქმებას, ეკონომიკას, ბუნებრივია, მივესალმებით. ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორი და მოხარული ვართ, რომ ანაგის აქტიური ჩართულობით, სექტორი კიდევ უფრო ვითარდება", - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.
ონლაინ ჩატი
ცხელი ხაზი